იყო დრო, ქარიმ ბენზემას „რეალიდან“ გაშვებას ითხოვდნენ.
„ან გონსალო იგუაინი უნდა წავიდეს, ან ბენზემა“, – ასეც იდგა საკითხი დაახლოებით 7-8 წლის წინათ და მერეც.
თუმცა ბენზემა 33-34 წლის ასაკში მეორედ დაიბადა და ახლა უკვე „სამეფო კლუბი“ მის გარეშე წარმოუდგენელია.
ბენზემამ ორი პენალტი გაუტანა „სელტას“ და ალფრედო დი სტეფანოს დაეწია რეალური გოლებით:
216!
პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა (312), მეორეზე რაული (228), მესამე-მეოთხეზე კი ბენზემა და დი სტეფანო. რონალდუზე რა ვთქვათ, აი, რაულს კი ალბათ გაუსწრებს ფრანგი.
