No description available.პირველმა ქათულმა სარაგბო ფრენჩაიზმა „შავმა ლომმა“ სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობის – ქარის თასის პირველ დივიზიონში გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდმა ქეიფთაუნის „ვილიჯერზე“ ზიმბაბველი მეტოქე 34:10 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში 5 ქულა ჩაიწერა.

ლადო კილასონიას მიერ მომზადებულმა გუნდმა „ზიმბაბვე გოსჰოქსს“ 6 ლელო გაუტანა და მხოლოდ ერთი გაუშვა.

ეს მატჩი „შავი ლომის“ ფლანკერმა ნიკო აფციაურმა საკუთარ ბენეფისად აქცია – 4 ლელო დადო! შეხვედრის ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა – ზიმბაბვური ფრენჩაიზის დამრტყმელმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა, თუმცა სულ მალე შუამარბმა გურამ ქანდაურაშვილმა ლელო გაიტანა, მერე კი აფციაურის დრო დადგა. ნიკომ პირველ ტაიმში ორი ლელო დადო, რომელთაგან გიორგი ბაბუნაშვილმა ერთი გარდასახა და შეხვედრის პირველი ნახევარი 17:3 მორჩა.

მატჩის შემდეგ ზიმბაბველთა დამრიგებელმა თქვა, რომ ქართული გუნდი მისი „გოსჰოქსისთვის“ მეტისმეტად ძლერი მეტოქე აღმოჩნდა: „საქართველოს ნაკრებს ტესტ-მატჩების გასამართად თვით მსოფლიო ჩემპიონი „სპრინგბოქსი“ იწვევს და ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს ჩვენზე ბევრად მაღალი დონეა“.

შემდეგ მატჩს ქართული ფრენჩაიზი 7 აპრილს, პორტ ელიზაბეთის „მადიბაზ სთედიუმზე“ „ისტერნ პროვინს ელეფანთსის“ წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც პირველ ტურში „სვდ იგლზს“ 34:15 სძლია.