ქალთა ფეხბურთშიც გადის ასეთი გოლები. „ვილიარეალის“ 18 წლის გოგონამ სალმა პარალიელომ ასეთი პატარა წარმოდგენა შემოგვთავაზა, თან „ბარსელონას“ გაუტანა.

„ვილიარეალი“ იგებდა და 1:6 წააგო…

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ქალთა ფეხბურთში მაყურებელთა დასწრების მსოფლიო რეკორდი დამყარდა: „ბარსელონა“ – „რეალს“ შეხვედრას „კამპ ნოუზე“ 91500 მაყურებელი დაესწრო – არანორმალური რიცხვია ქალთა ფეხბურთის კვალობაზე.