ლერი აბულაძე ბერძენ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონია. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ფალავანი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.

აბულაძემ ფინალში აზერბაიჯანელ ტალეჰ მამადოვი 3:1 დაამარცხა. ოქროსკენ მიმავალ გზაზე კი უკრაინელ ოლეკსანდრ ჰრუშინს 7:1, ხოლო ნახევარფინალში გერმანელ ეტიენ კინსინგერს 6:2 აჯობა. აბულაძემ ერთგვარი შური იძია, რადგან მანამდე 55 წონით კატეგორიაში ფინალში აზერბაიჯანელმა ელდანიზ აზიზლიმ დაამარცხა ნუგზარ წურწუმია – 8:2. წურწუმიამ ჩვენს ყულაბას ვერცხლი შემატა. ჩვენიანმა მანამდე 2 შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო თურქ ემრე მუთლუსთან და მოლდოველ არტიომ დელეანუსთან.

ბრინჯაოს მედალი ირგუნა რობერტ კობლიაშვილმა (87კგ.). პირველ შეხვედრაში მან ესტონელი რაიდო ლიიტმაეე 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი დანიელთა ტურპან ალი ბისულთანოვთან 0:8 დამარცხდა. სანუგეშო წრეში კობლიაშვილმა ჯერ შვეიცარიელ დამიან ვონ ეუვს მოუგო, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის – იტალიელ მირკო მინგუზის.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, შენობაში და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „GR 63 GE Final Final1-2 1-2 E BULADZE L. 3 MMADOV T. 1“-(ი)ს გამოსახულება

წილი
წინა სტატიაგოლები გვატემალიდან
შემდეგი სტატიაბრიტანული ოკუპაცია ვერ შედგება
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...