FIFA President Gianni Infantino moves to Qatar - SWI swissinfo.chფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრამ გააწბილა.
ინფანტინო შვეიცარიაშია დაბადებული, თუმც სახელ-გვარითაც ეტყობა, ფესვები საიდანაც აქვს. ამიტომაც, ბუნებრივია, ეწყინებოდა…
„ტირილი მომინდა. ცუდი დროა ყველა იტალიელისთვის. ნაკრები მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს. მახოვს ჩემი ბავშვობის ემოციები 1978 და 1982 წლის მსოფლიოდან. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ფეხბურთი უფრო მეტად შემიყვარდა. ახლა კი მეცოდებიან იტალიელი ბავშვები“.
ინფანტინო 52 წლისაა. 1978-ში 8 წლის იქნებოდა.