Jonas Jerebko öppnar för spel i Borås eller Luleå i Basketliganშვედეთის კალათბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ლიდერი იენს იერებკო ნაკრებიდან მოკვეთა

მიზეზი კალათბურთელის რუსულ ცეესკასთან კონტრაქტის გაფორმებაა.

„როგორც ეროვნული გუნდის მოთამაშე, თქვენ წარმოადგენთ შვედურ კალათბურთს და ხართ ამ ორგანიზაციის წევრი. სანამ ჩვენს გადაწყვეტილებას გამოვაქვეყნებდით, იერებკოსთან გვქონდა პირდაპირი დიალოგი. შვედეთის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ფრედერიკ იუმალო იერებკოს რუსულ გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა და პირდაპირ უთხრა, რომ ასეთი საქციელი ჩვენი ფედერაციის ღირებულების საწინააღმდეგო ქცევაა, რადგან რუსეთის მიმართ ჩვენი გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს. ამ დიალოგის შემდეგ, სამწუხაროდ, იძულებული ვიყავით, მიგვეღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ იერებკომ შვედეთის ნაკრებში აღარ ითამაშოს“, – წერია შვედეთის კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.