ნიგერია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა. განასთან სტუმრად 0:0-ის მერე შინ, აბუჯაში 1:1 ითამაშა… თამაში რომ დასრულდა, ასობით ნიგერიელი ფანი მოედანზე გადახტა, ბევრნიც სხვადასხვა საგნებს ისროდნენ.

პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ბევრი ფანი დააკავეს.

ასეა, ჯერ წაგებისგან დაღვრილი ცრემლები და მერე კიდევ ცრემლსადენი…

განა 2010 წლის მერე პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ნიგერია კი წინა მსოფლიოზე იყო და ზოგადად, 1994 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ერთხელ გამოტოვა (2006).