Rooney says Cristiano Ronaldo is 'so good and so f***ing annoying at the same time'როდესაც უეინ რუნი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ინგლისის ნაკრებში ბრწყინავდა, გულშემატკივარს ხომ უყვარდა და უყვარდა, მაგრამ მის მიმართ თანაგუნდელებიც მეგობრულად იყვნენ განწყობილნი. არადა, „დერბი ქაუნთის“ დღევანდელი თავკაცი ბიჭებზე თურმე სახალისო ისტორიებს აგროვებდა და შაბათს, მანჩესტერში გამართულ ვახშამზე, საზოგადოებას მათი ნაწილი უამბო.

აი, მაგალითად რა თქვა თავისი ოდინდელი პარტნიორის, კრიშტიანუ რონალდუს შესახებ: „კრიშტიანუ ძალიან ძლიერი და იმავდროულად f***ing გამაღიზიანებელი ტიპი იყო. ახლა ისე კარგად ვეღარ თამაშობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნერვებს ისევ ისე შლის“.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე პორტუგალიისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრის დროს რონალდუმ რუნი მსაჯს მოედნიდან გააძევებინა.

რუნი: „მას თაღლითურად წაქცევა უყვარს. დიახ, მაშინ მსაჯს ჩემი თავი გააგდებინა, მაგრამ კონფლიქტი არ მოგვსვლია. თამაშის მერე სტადიონის გვირაბში ვნახე და ვუთხარი, რომ გულში წყენას არ ჩავიდებდი, რადგან მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მე თვითონ იმას ვცდილობდი, რომ არბიტრს ის „ყვინთვაზე“ გამოეჭირა და გაეფრთხილებინა.

მე ინგლისელი ვარ, კრიშტიანუ კი პორტუგალიელია. როდესაც ჩვენ ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მე ის ფეხებზე მკიდია. ამ დროს ჩემი მეგობარი არ არის. თამაშის შემდეგ კი ბატონო, ისევ ვიმეგობროთ“.

რუნიმ „ოლდ ტრეფორდზე“ რიო ფერდინანდის მხარდამხარ წლები გაატარა, მაგრამ არც მას მოერიდა. „მერკურ ოტელში“ შეკრებილ ხალხს, რომელთა ნაწილს რუნის მოგონებების მოსასმენად ბილეთში 300 გირვანქაც კი ჰქონდა გადახდილი, უთხრა, რომ ფერდინანდი ამპარტავანი ადამიანია.

„რიო ტოპ-ფეხბურთელია, მაგრამ ძალიან ქედმაღალი ვინმეა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოთამაშეებს დიდძალ ფულს უხდის, რათა მათ მეტოქის კარში ბურთი შეაგდონ. მე მისთვის პირშიც მითქვამს: მოდი რა უბრალოდ გააკეთე შენი საქმე. ბურთი მე ან რონალდუს გადმოგვიგდე და შენ თვითონ გაჩერდი.

იცით, კარგი ბიჭია, მაგრამ ხანდახან ავიწყდებოდა, რომ მცველი იყო“.

არგენტინელი კარლოს ტევესი კი „იუნაიტედში“ 2007-09 წლებში თამაშობდა.

I loved playing with him but chatting to Tevez was biggest disappointment of my life, revealed Rooneyრუნი: „ორი წლის განმავლობაში მის მხარდამხარ თამაში ძალიან სასიამოვნო იყო.

როდესაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებზე მივემგზავრებოდით, მე მას მანქანით გავუვლიდი ხოლმე და აეროპორტში მიმყავდა. თამაშის მერე შინ იმავე გზით ვბრუნდებოდით და მთელი იმ 30 წუთის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთ მანქანაში ვისხედით, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რა სიტყვები ამოსდიოდა პირიდან.

იცით, ის მხოლოდ ბურტყუნებს. მე დიდი თანამოსაუბრე თავად არ ვარ. ამიტომ, რომ ვუსმენდი, ვფიქრობდი ეს რაღაც f***ing ჯოჯოხეთია. ეს კაცი ამდენს ბურტყუნებს და მის ნალაპარაკებს აზრი არ აქვს. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება“.

მაგრამ, არ იფიქროთ, რომ რუნი თვითკრიტიკული არ არის. თვითონაც კარგად აფრენდა.

„სერ ალექს ფერგიუსონს 14 წლისა მოვეწონე და ჩემი ყიდვა უნდოდა. მან ჩვენთან სახლში დარეკა, ჩემს მშობლებს ელაპარაკებოდა. შინ რომ შევედი ჩემებმა მითხრეს: ალექსი რეკავს, შენი ყიდვა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უნდა. და იცით რა ვუპასუხე? უთხარით გაა…ვას. მე „ევერტონში“ მინდა თამაში.

შემდეგ, კი დრო გავიდა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავედი. მიზეზი, რომლის გამოც მე „იუნაიტედის“ მოთამაშე გავხდი, ალექს ფერგიუსონი გახლდათ“.

უეინ რუნიმ 2004-2017 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 253 გოლი გაიტანა. მან ინგლისის ნაკრებშიც დაამყარა რეკორდი — 53 გოლი შეაგდო. ის დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად, ვისაც ინგლისის ეროვნულ გუნდში უთამაშია — 17 წლის იყო პირველად რომ მოირგო ფორმა, რომელზეც სამი ლომი იყო გამოსახული.

და რუნი არ მალავს, რომ 24 წლის მარკუს რეშფორდის ეიმედება. მართალია რეშფორდს ამ სეზონში საქმე არ აეწყო, მაგრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში უკვე 93 გოლი აქვს გატანილი.

„რეკორდის დამყარება ძალიან ძნელია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩემს რეკორდს დაამხობენ. იმედი მაქვს, რომ მარკუს რეშფორდი თავის f***ing თავს საკუთარი ტრ..დან გამოიღებს და ჩემს მიღწევას შეუტევს. ის სისხლით „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭია“, — თქვა რუნიმ.

ბურთაობის გარდა რუნის ძალიან უყვარდა გასახდელში შაყირი და ღლიცინი, თუმცა იოლად ფეთქებადი ხასიათიც აქვს და თანაგუნდელებმა ეს შეამჩნიეს.

Rio is a top player but he is just arrogant, revealed Wayne„მართალია, ყოველთვის გაბრაზებული ვიყავი, სულ ვჯაჯღანებდი. ბიჭებმაც იცოდნენ რა უნდა ექნათ, რომ ავფეთქებულიყავი.

ერთხელ, სამკვირიანი შეკრების შემდეგ შინ ვბრუნდებოდით. თვითმფრინავში შინაურულად, სპორტულად მეცვა, მაგრამ დაჯდომამდე ერთი საათით ადრე გადავწყვიტე ტანსაცმელი გამომეცვალა. ჩავიცვი პერანგი, გავიკეთე ჰალსტუხი და… სად არის შარვალი? წამოვხტი და პირდაპირ რიოსთან მივედი. ვეუბნები: ბიჭებო, ხუმრობის ხასიათზე არ ვარ, დამიბრუნეთ ჩემი f***ing შარვალი. საქმეში ხარ? ვინ დაგიბრუნა.

როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, სალონის წინა ნაწილში გადავედი. იქ ისხდნენ სერ ბობი ჩარლტონი, ალან შირერი და ასეთი ადამიანები… ყველა მიყურებდა და ფიქრობდა: რა ხდება? ეს რა ჯანდაბაა? მე კი დავდექი და გამოვაცხადე: ვერავინ, თვით თქვენ სერ ბობი, ვერ ჩახვალთ თვითმფრინავიდან, სანამ ჩემს შარვალს არ დამიბრუნებენ. მე აეროპორტში პერანგით, ჰალსტუხით და სპორტული შარვლით არ გავალ.

რაღა დარჩენოდათ…

ერთხელ კი თავად რუნიმ მოაწყო ოინი. თუმცა ვითომ ეს ოინია? თავად განსაჯეთ, აბა:

„ერთხელ ვეს ბრაუნი ახალი ბოტასებით მოვიდა. თავი მაგარი ტიპი ეგონა. მე და დარენ ფლეტჩერმა სამზარეულოს დანა ავიღეთ და ეს ახალი ბოტასები შუაში გავუჭერით. ფეხსაცმელების ჩასაცმელად რომ დაბრუნდა, ქუსლი შერჩა ხელში“.