Rusia y Ucrania | Vitali Klitschko: el famoso exboxeador que se convirtió  en alcalde de Kiev y hoy toma las armas para luchar contra las fuerzas  rusas - BBC News MundoWBC-ში სამუდამო მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინელი ერი ასეთი ერთიანი არასოდეს ყოფილა. სუპერმოკრივემ უკრაინელების დღევანდელ ყოფასა და სსრკ-ში უკან დაბრუნებაზე ილაპარაკა …
„ახლა პატრიოტიზმის სასწაული ტალღა აგორდა. ყველა უკრაინელი მზადაა საბრძოლველად და მინდა გავიმეორო: არასოდეს დავდგებით მუხლებზე, დიქტატურაში არ ვიცხოვრებთ. თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვსურს. ადამიანური უფლებები პრიორიტეტია. ამიტომაც არ გვინდა სსრკ-ში დაბრუნება, მომავალში ევროპის ოჯახის წევრები უნდა ვიყოთ და სწორედ ამ მომავლისთვის ვიბრძვით.
…რუსებს საბჭოთა კავშირის შექმნა და იქ ჩვენი დაბრუნება სურთ, მაგრამ ეს არასოდეს მოხდება. ვიყავით, ვიცით და არ გვსურს უკან მიბრუნება. წერტილი“.