The midfielder had silky, long hair during his playing days„ლივერპულის” ერთ-ერთი ყოფილი ვარსკვლავი, მეტიც, როგორც თავად უწოდებენ – გმირი, დღეს 48 წლისაა და ისეა შეცვლილი, რომ ვერც კი იცნობთ. სადღაა მისი ახალგაზრდული გრძელი თმა? წვერიც მოუშვია…

ის ეროვნებით ჩეხია. 1996-2003 წლებში მერსისაიდელთა შემადგენლობაში ჩაატარა 196 შეხვედრა და გაიტანა 28 გოლი. წითელი მაისურით მან მოიგო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ლიგის თასი, რომელსაც დღეს სპონსორის ხათრით „კარაბაოს” სახელი ჰქვია და უეფას თასი.

პრაღის „სპარტას” აღზრდილმა სხვადასხვა დროს „ლივერპულის” გარდა ითამაშა პრაღისავე „სლავიაში”, „დორტმუნდში”, „პორტსმუთში”, „ასტონ ვილასა” და „სტოკ სიტიში”.

ვინ არის ის? ვინ და პატრიკ ბერგერი.

ბერგერმა ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ორმოცდაორჯერ ითამაშა და 18 გოლი შეაგდო. ის „ენფილდ როუდზე” შაბათს დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო შეხვედრაში „ბარსელონას” ვეტერანების წინააღმდეგ. შემოსული თანხა ჩაირიცხა „ლივერპულის” ფონდში. „ბარსელონამ” მოიგო 2:1.

ბერგერთან ერთად მერსისაიდელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ მისი თანამემამულენი, „ლივერპულის” ვეტერანები ვლადიმირ შმიცერი და მილან ბაროში.

ლივერპულელთაგან გოლი სტივენ ჯერარდმა გაიტანა, ბარსელონელთაგან კი ბრაზილიელებმა ჯიოვანიმ და რივალდომ.