გერმანიამ ამხანაგურში 2:0 მოუგო ისრაელს. გოლები „ჩელსის“ ფეხბურთელებმა კაი ჰავერცმა და ტიმო ვერნერმა გაიტანეს. ვერნერმა ნამატჩევს ასეთი კომენტარი გააკეთა: „თამაშის კუთხით, გერმანიის ნაკრებში უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე „ჩელსიში“. აქ მეტი მომენტი მექმნება“.

ეს ჰანს-დიტერ ფლიკის მე-8 მატჩი იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ყველა მოიგო. რვიდან რვა, ბურთების შეფარდება 33:2. მართალია, ფლიკის თავკაცობით გერმანელები საშუალო და საშუალოზე დაბალი კლასის გნდებს შეხვდნენ, მაგრამ ამგვარი შედეგი, დაგვეთანხმებით, მაინც აღსანიშნია. ფლიკს და მის გუნდს კი ნაღდი გამოცდა 29 მარტს ექნებათ – გერმანია ნიდერლანდებს ესტუმრება

ბუნდესნაკრების რეკორდი 12-მატჩიანი მოგებათა სერია არის 1979-1980 წლებში, იუპ დერვალის თავკაცობით.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „Ow FLICK'S PERFECT RECORD AS GERMANY COACH 2-0 4-1 9-0 4-0 2-1 4-0 6-0 2-0“-(ი)ს გამოსახულება