არიგო საკიმ განაცხადა, რომ იტალიური ფეხბურთი 60 წლით უკანაა…
„მილანისა“ და „სკუადრა აზურას“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფიასკო ასე ახსნა:
„ფედერაციის პრეზიდენტი გრავინა კომპეტენტური პიროვნებაა, მაგრამ ცივი გონებით უნდა შეხედოს სიტუაციას და ემოციებს არ აჰყვეს. ვფიქრობ, მხოლოდ რობერტო მანჩინის არ დააბრალებს მომხდარს.
…პრობლემები უფრო ღრმადაა. იტალიური ფეხბურთის კულტურული დაღლის პროცესია, ჩვენ ამას ვხედავთ, არაა ახალი იდეაა. სხვა ქვეყნები ვითარდებიან, ჩვენ კი 60 წლით ჩამოვრჩით. ფეხბურთელები და მწვრთნელები ამ მხრივ ნაკლებად არიან დამნაშავეები. კლუბებში არ ხდება იტალიელი ნიჭიერი ფეხბურთელების ინტეგრირება“.
კიდევ ერთმა ლეგენდა ფაბიო კაპელომ კი მოკლედ ასე ახსნა – ესპანურ მოდელს გავყევით, პეპ გვარდიოლას ვბაძავთ და ეს არანაირად შეგვეფერებაო.
„იტალია სიფრთხილისა და მეკარეზე უკან პასის ქვეყანაა. ბოლო წლებში იტალიაში ბევრი ცდილობდა პეპ გვარდიოლას სტილზე გადასვლას, არადა ჩვენთვის იურგენ კლოპი და გერმანული მოდელი უფრო მისაღებია. იტალიელები ტექნიკური თვალსაზრისით ჩამორჩებიან ესპანელებს და როცა მათ ვბაძავთ, უკვე ვაგებთ“.