საქართველომ ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ამხანაგურად ბოსნიას 1:0 მოუგო.

თანაბარ თამაშში მოიგო გუნდმა, ვინაც უკეთ გამოიყენა მომენტი. ვერც იმას ვიტყვით, რომ ბოსნია გამარჯვებას იმსახურებდა. თუმცა, ოდნავ უკეთ კი გამოიყურებოდა და გიორგი ლორიას კარგი გარჯა რომ არა, არავინ იცის, რა შედეგი დადგებოდა.

გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მომენტები ბევრი არ ყოფილა. ამის ფონზე ზივზივაძის გოლი დასაფასებილია. კარგი იყო…

სხვა რა ვთქვათ? დაცვა ცუდი… ცენტრიც ცუდი… შეცდომა ლორიასაც მოუვიდა… ბოლოსწინა წუთზე. თუმცა, მოვიგეთ. გამარჯვებულს კი არ ასამართლებენ. წინ კი ალბანეთია. უფრო წინ – ერთა ლიგა…