რობერტო მანჩინი გმირიდან ანტიგმირად იქცა. იტალია ზედიზედ მეორედ დარჩა მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა…

ეს ფიასკოა: იტალია-ჩრდილოეთ მაკედონია 0:1. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა შინ წააგო.

უკვე ალაპარაკდნენ მანჩინის შესაძლო შემცვლელზეც. ეს ფაბიო კანავაროა – მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონი, „ოქროს ბურთის“ მფლობელი.

კანავარო 5 წელიწადი ჩინეთში მუშაობდა: „ტიანძინში“, „გუანჯოუში“ და ცოტა ხანს ჩინეთის ნაკრებშიც.

და ისიც დაიწერა, კანავაროს თანაშემწედ და მრჩეველად ლეგენდარული მარჩელო ლიპი იმუშვებსო. ლიპი ასაკშია, 73 წლისაა, თუმცა მასზე მცხოვანებიც მუშაობენ. ვნახოთ…

No description available.