დღეს, 24 მარტს, ყაზანის „რუბინის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მათი ფეხბურთელი აღარ არის.
საფეხბურთო კლუბმა „რუბინმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, კონტრაქტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ფეხბურთელის წარმომადგენლებმა კლუბთან კონსულტაციები გაიარა, რის შემდეგაც მხარეებმა საქმიანი ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება. მადლობას ვუხდით ხვიჩას „რუბინში“ გატარებული დროისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას, – წერია „რუბინის“ ვებ-გვერდზე.