Hector Bellerin Reveals His Delight At Takehiro Tomiyasu And Arsenal 'doing  Great Things' - Golf Single Player„ბეტისის“ მცველს, წლობით „არსენალში“ თამაშით ცნობილ 27 წლის ექტორ ბელერინს უკრაინის ომზე ჰკითხეს. შეიძლება გულუბრყვილოდ გეჩვენოთ, მაგრამ კითხვა ასეთი იყო: რატომ მიიპყრო ამ კონფლიქტმა სხვა კონფლიქტებთან შედარებით მეტი ყურადღება?

ინტერვიუს „მარკას“ დახმარებით La Media Inglesa იწერდა. ბელერინმა თქვა:

„ძნელი არ არის იმის შემჩნევა, რომ ჩვენთან ამ ომს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ვიდრე სხვა ომებს. არ ვიცი რატომ ხდება ასე. იქნებ ეს იმიტომაა, რომ უკრაინელები უფრო გვგვანან (რასობრივ მსგავსებაზეა ლაპარაკი), ვიდრე სხვები. ან იქნებ იმიტომ, რომ კონფლიქტი უკრაინაში  ეკონომიკური და ლტოლვილების მოძალების თვალსაზრისით ჩვენზე უფრო იმოქმედებს“, — თქვა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის სამგზის გამარჯვებულმა ბარსელონაში დაბადებულ-გაზრდილმა კატალონიელმა.

მან დასძინა: „პალესტინის ომზე საერთოდ აღარავინ ლაპარაკობს. იემენი, ერაყი… ახლა რუსეთს ჩამოართვეს მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება. არადა, რამდენი ხანია ვერც სხვა ქვეყნები მონაწილეობენ მუნდიალებზე.

სხვა კონფლიქტებზე თვალის დახუჭვა და უკრაინისთვის ასეთი ყურადღების მიქცევა რასისტული მიდგომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა უამრავ კონფლიქტში დაღუპულ სიცოცხლეებს არად ვაგდებთ და იმ ხალხს არ თანავუგრძნობთ. ჩანს, რომ პრიორიტეტს ჩვენს ახლოს მყოფ ერებს ვანიჭებთ“.