ხვიჩა კვარაცხელია, transkermarket-ზე დღის ყველაზე ნახვადი ფეხბურთელია | imedinews დიდი ამბებია ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო. ერთნი წერენ, რომ „ბათუმში“ გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, მეორენი – ასე არაა, 7 აპრილამდე დროა და უცხოურ გუნდში გადავაო.

ერთი, რაც ახლა ნამდვილად გაირკვა, ხვიჩა მაისის ბოლომდე ბათუმში იქნება.

შევიტყვეთ, რომ კვარაცხელიას იტალიურ კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს. არ დაგვიკონკრეტეს, მხოლოდ ეს გვითხრეს, რომ იტალიის ერთ-ერთ წამყვან კლუბზეა საუბარი და ზაფხულში იქ იქნება.

გამოჩნდება. ჯერჯერობით კი ხვიჩა ბოსნიაშია ნაკრებთან ერთად.

სიმართლე სადაა? სიმართლე ისაა, რომ „რუბინს“ სულაც არ უნდოდა კვარაცხელიას ხელიდან გაშვება. ახლაც ასე შეიძლება მოხდეს:

დაწყნარდება სიტუაცია, ომიც გადაივლის და რუსეთზე ამხელა აგრესია აღარ იქნება – აი, ეს მიდგომაა. მით უმეტეს, რომ ხვიჩამ ყაზანელებთან კონტრაქტი შეაჩერა…

თუმცა, თუ იტალიის კლუბთან წინასწარი კონტრაქტი უკვე გაფორმებულია ? არადა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს…