საფეხბურთო წრეში ცნობილი რუსების კომენტარები ხვიჩა კვარაცხელიაზე…
უკვე ცნობილი ამბავია, რომ ხვიჩა სანაკრებო თამაშების მერე „რუბინში“ არ დაბრუნდება და ახალ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს. საპასუხოდ კი რუსები აი, რას ამბობენ.
friendly matches are unlikely to finally determine who will go to Euro 2020 - RT in Russianვიაჩესლავ კოლოსკოვი (ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტი): „დაბრუნდება თუ არა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჰკითხეთ კლუბის ხელმძღვანელობას, მწვრთნელს. ნათელი წერტილი იყო ადრე, ახლა კი საშუალო დონემდე დაეცა. ასე რომ, კომენტარსაც არ აქვს აზრი. მხოლოდ ის ვიცი, რომ „რუბინში“ შარშან თქვეს, კვარაცხელიაზე არცერთი წინადადება არ მიუღიათ. უბრალოდ, სუპერფეხბურთელობამდე გაბერეს“.
Bilyaletdinov called on Zenit to pay attention to the Russian players - Teller Reportრინატ ბილიალეტდინოვი (რუბინის ყოფილი მწვრთნელი): „ახლა უკვე არ გამოვრიცხოთ, რომ ხვიჩა აქ აღარ ჩამოვა. მასზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. სამწუხაროდ, რუსეთიდან ლეგიონერები მიდიან და თითოეული მათგანი დანაკლისია, რადგან ისინი ძირითადი შემადგენლობის ბიჭები არიან. დიდია ალბათობა, რომ ისინი არცთუ ხარისხიანმა ლეგიონერებმა შეცვალონ“.
Forgetful: "-bahor kuz" hech tizimi qachon UEFA klub tanlovda Rossiya boshlab Muvaffaqiyati • Sport News - sport yangiliklariვალერი ნეპომნიაშჩი (კამერუნის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, როცა ისინი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ): „საგანგაშო სიტუაციაა. პოლიტიკურ ჭრილში ყველაფერი ტკბილად არაა. მათ შორის, საქართველოსთან. ასე რომ, დიდი შანსია, ხვიჩა არ დაბრუნდეს, ხოლო „რუბინის“ დღევანდელ მდგომარეობაში ეს დიდი დანაკლისია. კვარაცხელია საკვანძო ფეხბურთელია და საუკეთესო თვისებებს ავლენდა, თუმცა ამ სეზონში ცოტა მოუკლო. ეს უკვე ფსიქოლოგიის თემაა“.