Real Madrid and Barcelona broke with tradition to wear different kits for El Clasico

„ბარსელონამ“ „რეალს“ მადრიდში ბრწყინვალედ რომ მოუგო (4:0) ყველამ იცის. კაცმა რომ თქვას, ამ ორი დიდი გუნდის შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასაკვირი მხოლოდ ეს იყო: ვერავინ გაიგო, რატომ ეცვათ წუხელ „ელ კლასიკოს“ მონაწილეებს არაკლასიკური ფორმები.

ჩვეულებრივ ასეა ხოლმე: მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუზე” იმართებოდა შეხვედრა თუ ბარსელონაში, „კამპ ნოუზე”, მეტოქეები ტრადიციულ ფერებში ეწყობიან.

ამჯერად სხვანაირად მოხდა: „თეთრებს“ იოჯი იამომატოს შეკერილი შავი ფორმა ეცვათ, „ლურჯ-ბროწეულისფერებს“ კი წითელზოლებიანი ყვითელი მაისურები და ყვითელი შორტები.

თურმე, „რეალის“ შავი ფორმა „ადიდასისა“ და ხსენებული იამომატოს თანამშრომლობის ანუ Adidas x Y-3-ის 20 წლისთავსა და „რეალის“ 120 წლისთავს ეძღვნება.

The kits were a far cry from the traditional El Clasico colours worn by the likes of Lionel Messi and Cristiano Ronaldoტრადიციათა ერთგულ გულშემატკივარს „რეალისა“ და „ბარსელონას“ სიჭრელე და არაკლასიკურობა თვალსა და გულზე მოხვდა.

აკი აჭრელდა კიდეც სოციალური ქსელები პროტესტით.

შეგახსენებთ, რომ კვირის შეხვედრამდე „რეალმა“ „ბარსას“ ზედიზედ ხუთჯერ მოუგო — ოთხჯერ ლა ლიგაში, ხოლო ერთხელ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში — წუხელ კი „ბლაუგრანამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ორი და ფერან ტორესისა და რონალდ არაუხოს გოლებით იძალა.

ახლა, „რეალი” 29 შეხვედრიდან 66 ქულით ცხრილს ლიდერობს, ხოლო „ბარსელონა” 28 თამაშიდან 54 ქულით მესამე ადგილზეა.