არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელია, თავს უცნაურად გრძნობს, ანუ მას მერე, რაც სამწვრთნელო საქმეს თავი დაანება.
ლონდონის „არსენალის“ ფრანგმა ლეგენდამ ფიფაში გადაინაცვლა, სადაც ფეხბურთის გლობალურად განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობს. მანამდე იყო სხვადასხვა კლუბები და მერე, 22 წელიწადი „არსენალი“…
„40 წელი მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი სხვაგვარად ვცდილობ ფეხბურთისთვის დამხრების გაწევას. მწვრთნელობა მენატრება და გულში რაღაც მაკლია. ის ინტენსივობა აღარაა ჩემში. იმ ადამიანივით ვგრძნობ თავს, რომელმაც ნარკოტიკებს თავი დაანება“.






