გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალების წილისყრა. ერთი ქვეყნის გუნდების დაპირისპირება მეოთხედფინალებში არ იქნება…
„ჩელსი“ – „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ –„ატლეტიკო“, „ვილიარეალი“ – „ბაიერნი“, „ბენფიკა“ – „ლივერპული“ ნახევარფინალში ასე დაწყვილდებიან: „ჩელსი“ – „რეალში“ მოგებული შეხვდება „სიტი“ – „ატლეტიკოში“ მოგებულს. „ვილიარეალი“ – „ბაიერნში“ უკეთესი კი „ბენფიკა“ – „ლივერპულში“ მოგებულს.
მეოთხედფინალები ჩატარდება 5-6 და 12-13 აპრილს, ნახევარფინალები 26-27 აპრილსა და 3-4 მაისს. ფინალი 28 მაისს პარიზში, „სტად დე ფრანსზე“.