Image 36საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ის შემდგენლობა გამოაცხადა, რომელსაც 25 და 29 მარტის ამხანაგური მატცებისთვის მოამზადებს. ჩვენები ჯერ ბოსნიაში ითამაშებენ, იქიდან კი ალბანეთში გადაინაცვლებენ.

ვილი სანიოლის 23 რჩეულს შორის ერთი დებიუტანტია – თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი. სხვადასხვა მიზეზის გამო უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ თორნიკე ოქრიაშვილი, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია… ჯაბა კანკავამ, მოგეხსენებათ, სანაკრებო კარიერა დაამთავრა.

„ამხანაგური მატჩი საშუალებას გვაძლევს, სიახლეები შემოვიტანოთ და ახალ მოთამაშეებს დავაკვირდეთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ვიდრე შედეგი. ნოემბერთან შედარებით გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება იქნება. ეს არ არის ჩემი სურვილი, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება მიწევს. ფეხბურთელები ზოგჯერ არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. გამოძახებული მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან ამ ორი მატჩისთვის, რომელიც ჩვენ ივნისის შეხვედრებისთვის მომზადების საშუალებას მოგვცემს.

მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვმა უზბეკეთთან შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. გადავწყვიტე, ის მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოედანზე გარკვეული სახის საქციელი მიუღებელია როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში. წინა შემოდგომაზე კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით. მას შარშან უკვე ჰქონდა წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება.

აღნიშნული დანაკლისიდან გამომდინარე, ნაკრებს დაუბრუნდა რამდენიმე მოთამაშე და დაემატა რამდენიმე ახალი. ერთ-ერთი მათგანია მექვაბიშვილი. ჩვენ მას უკვე 12 თვეა ვავირდებით. ის სტაბილურად თამაშობს თბილისის „დინამოში“. ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს გამოცდილი ფეხბურთელებისგან“, – თქვა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

Image 5მეკარეები გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი)

ნახევარმცველები საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა) 

თავდასხმელები  გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)