„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გუნდის გაბონელ ახალწვეულს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი უწოდა.

„ობამეიანგი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარივით დაგვეცა თავზე. საქმე არა მხოლოდ მის გოლებშია. მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი. როგორ ვარჯიშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს კლუბისა და პარტნიორების მიმართ. ყველასათვის მისაბაძი მოთამაშეა“, – ამბობს ჩავი.

ობამეიანგი „ბარსელონას“ წლეულს თებერვლის დასაწყისში შეუერთდა. დღემდე მან კატალონიურ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა და 5 ბურთი გაიტანა.

Salen a la luz las primeras palabras de Xavi a Aubameyang: "Has sufrido un  poco, ¿eh?" - AS.com