„ინდიანა პეისერსი“ „სან ანტონიოს“ ესტუმრა და 119:108 დაამარცხა. რიკ კარლაილის გუნდმა ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ იმარჯვა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა საკუთარი წვლილი შეიტანა.
ბითაძე სათადარიგო იყო. ჩვენებურმა პარკეტზე 20:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 4 დაფარება მოინაგრა.
გოგამ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი, არაზუსტად ისროლა. „ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 23 გამარჯვებით და 45 მარცხით მხოლოდ მე-13 ადგილზეა.
„ინდიანა“ მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებენ.
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ კი, 109:122 წააგო „გოლდენ სტეიტთან“. ჩვენებური სათადარიგო იყო და მოკრძალებული ადგილი დრო დაეთმო. სანდრომ მოედანზე 3:26 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ერთხელ შუტია მეტოქის ფარს და მისი პერიმეტრიდან ნასროლი ზუსტი გამოდგა. მამუკელაშვილს აქტივში ერთი მოხსნაც ჰქონდა, ხოლო პასივში – ერთი ჯარიმა. მილუოკის 42 მოგება და 26 მარცხი აქვს. ხარირმები ამ მაჩვენებლით კონფერენციაში მეორე პოზიციაზე არიან. მომდევნო მატჩს 15 მარტს „იუტა ჯაზთან“ გამართავს.