Marino: 'Friendship between Malinovskyi and Miranchuk is an example' -  Football Italiaბერგამოს „ატალანტა“ რომ მაგარი და უხვგოლიანი გუნდია, ეს ცნობილი ამბავია.

„ატალანტაში“ უკრაინელიც თამაშობს და რუსიც: რუსლან მალინოვსკი და ალექსეი მირანჩუკი. როგორაა მათი ურთიერთობა ამ ომის დროს?

„ატალანტას“ მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ ისაუბრა…

„რასაც მალინოვსკი აკეთებს, მართლაც გულისამაჩუყებელია. მეუღლესთან ერთად ყველაფერზე მიდის ხალხის დასახმარებლად. ამ ომმა ჩვენი კლუბი შეაწუხა. მაგალითად, ჩემთვის ეს უფრო შოკისმომგვრელი თემაა, ვიდრე კორონავირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ბერგამოში ვირუსი ძალიან მძვინვარებდა.

…მალინოვსკის უკრაინაში ნათესავები და მეგობრები ჰყავს. მირანჩუკზეც ვნერვიულობთ. ისინი მეგობრობენ და ეს მშვენიერია. მირანჩუკი გამწარებულია ამ სიტუაციის გამო. ადამიანები უფრო მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე მათი ქვეყნის დროშები“.