Anatoliy Tymoshchuk :: Anatoliy Tymoshchuk ::უკრაინის საფეხბურთო კავშირის ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტმა ქვეყნის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა და მისთვის ყველა ჯილდოს ჩამორთმევა მოითხოვა.

კომიტეტის განცხადებაში წერია: „ტიმოშჩუკი უკრაინის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების რაოდენობით. არის უკრაინის, გერმანიის, რუსეთის ჩემპიონი, ასევე ჩემპიონთა ლიგის და უეფას სუპერთასის გამარჯვებული. 2007-09 და 2013-15 წლებში ის რუსული სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა. ხოლო 2017-დან კლუბის სტრუქტურაში მწვრთნელად მუშაობს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, ტიმოშჩუკმა არათუ არცერთი საპროტესტო განცხადება არ გააკეთა, მეტიც, რუსულ კლუბთან თანამშრომლობაც არ შეწყვიტა. ეს იმ ფონზე, როცა მისი ყოფილი კლუბი მიუნხენის „ბაიერნი“ უკრაინის მხარდამჭერ მრავალ აქციას ატარებს.

ტიმოშჩუკი კი დუმილს აგრძელებს და ამით ზიანს აყენებს უკრაინული ფეხბურთის იმიჯს.

ამიტომ, ვთხოვთ ასოციაციის ხელმძღვანელებს:

  • ჩამოერთვას ტიმოშჩუკს Pro სამწვრთნელო ლიცენზია, რომელიც მას უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში აიღო.
  • საფეხბურთო ასოციაციამ მიმართოს სამთავრობო სტრუქტურებს, ჩამოართვან მას ყველა სამთავრობო ჯილდო და საპატიო წოდება.
  • ჩამოერთვას უკრაინის ჩემპიონის, ვერცლხის პრიზიორის, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელის ტიტულები.
  • გაირიცხოს ასოციაციის ეროვნული გუნდის მოთამაშეთა რეესტრიდან.“