Milwaukee Bucks: Sandro Mamukelashvili is destined to be a fan favoriteGoga Bitadze – The AthleticNBA-ში ორმა ჩვენებურმა ითამაშა და ორივეს კარგი მატჩი ჰქონდა.

დავიწყოთ გოგა ბითაძით, ვინაც ზედიზედ მეორედ შესანიშნავად ითამაშა. ქართველ ცენტრს „კლივლენდთან“ მატჩში ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. მის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარებაა.

ეს ყველაფერი 18 წუთში. გოგა სასტარტო ხუთეულში არ იყო. მისი გარჯა კი „ინდიანას“ მოსაგებად არ ეყო – 124:127. გოგამ ექვსიდან ოთხი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში კი, ერთი დაკარგვა და ოთხი ჯარიმა ჰქონდა. „ინდიანას“ 22 მოგება და 45 მარცხი აქვს, რაც კონფერენციაში მე-13 შედეგია. მორიგი შეხვედრა ბითაძის გუნდს 13 მარტს, სტუმრად „სან ანტონიოსთან“ აქვს.

მამუკელაშვილი „მილუოკიმ“ G ლიგიდან დაიბრუნა და ჩვენებურმაც „ოკლაჰომას“ (142:115) დამარცხებაში საკუთარი წვლილი შეიტანა – მამუკელაშვილმა ცხრა წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. ამასთან, მამუკელაშვილს სროლა არ გაუცუდებია – ორივე სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. სადღეისოდ „ბაქსი“ 41 მოგებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრა 10 მარტს „ატლანტა ჰოუქსთან“ ელის