საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიურ „ვირტუსში“ ითამაშებს.
30 წლის კალათბურთელი ბოლონიურ კლუბთან კონტრაქტს ხელს 2022 წლის სეზონის ბოლომდე მოაწერს.
თუმცა, კონტრაქტს გაგრძელება უწერია თუ „ვირტუსი“ ევროლიგაში მოხვდება. მოსკოვის ცსკა-დან წამოსვლის შემდეგ ქართველი კალათბურთელისადმი ინტერესს „ბასკონია“, „ვალენსია“ და „ბარსელონა“ იჩენდნენ.
შენგელია მეორე კალათბურთელია, რომელიც ბოლონიელებს ცსკა-დან შეუერთდა – მანამდე იტალიურ კლუბთან კონტრაქტი გამთამაშებელმა დანიელ ჰაკეტიმ გააფორმა.