„იუვენტუსის“ 22 წლის სერბი თავდამსხმელი დუშან ვლაჰოვიჩი კლუბის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს – გვამცნობს „ბებერი ქალბატონის“ პრესსამსახური.
გასულ თვეში ვლაჰოვიჩმა 6 შეხვედრაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 28 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 53 ქულით სერია A-ს ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ წლეულს, იანვრის ბოლოს გადავიდა „ფიორენტინადან“ 80 მილიონ ევროდ, რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის რეკორდი გახლავთ.
ჯამში, სერია A -ს მიმდინარე სეზონში, სერბმა 26 მატჩში 20 ბურთი გაიტანა. კიდევ სამჯერ კი თავი იტალიის თასზე გამოიჩინა.