შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულებაპირველად, ათი წლის შემდეგ

ტური „გაგრა“ – „საბურთალოს“ შეხვედრით გაიხსნა. თამაში „დინამო არენაზე“ გაიმართა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის საშინაო მატჩებს „გაგრა“ სწორედ ქვეყნის მთავარ სტადიონზე ჩაატარებს.

ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ გაგა კირკიტაძის ბიჭებმა იყოჩაღეს. ერთადერთი გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა პირველი ტაიმის მოწურულს.

ეს გაგრელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ელიტაში ათწლიანი არყოფნის შემდეგ.

ტორპედო

„დინამოსთან“ პირველ ტურში შერცხვენის შემდეგ (0:4), „ტორპედოს“ მიმართ განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, ბევრი უარყოფითი ითქვა. არც იყო გასაკვირი. სეზონის წინ ქუთაისელები შემადგენლობის მხრივ საკმაოდ მოძლიერდნენ. ამისდაკვალად, მათ საპრიზო ადგილების პრეტენდენტებადაც მოიაზრებენ და ასეთი უსუსური თამაში ნამდვილად არ ეკადრებოდათ.

სამაგიეროდ სულ სხვა გუნდი ვიხილეთ პარასკევს „რამაზ შენგელიაზე.“ გამართული, ჟინიანი და მოწესრიგებული. განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი, ლევან მჭედლიძე უნდა გამოვარჩიოთ. ის აშკარად ძალიან ცდილობდა თავის გამოჩენას, გიორგი პაპუნაშვილის არ იყოს. ერთადერთი გოლიც მის აქტიურობას მოჰყვა, როცა მეტოქის საჯარიმოსთან ანრი ჭიჭინაძეს აართვა ბურთი და ირაკლი ბუღრიძეს გადააწოდა. ამ უკამასკნელმა კი ეფეტურად აუარა გვერდი ორ მცველს და მარჯვენა „ცხრიანი მოძებნა“.

ბუღრიძემ ყოფილ გუნდს გაუტანა. ირაკლი შარაშან სწორედ „დილას“ ფეხბურთელი გახლდათ.

ჩაბრა და ნავალა

„ჩაბრა და ნავალა“ მოემზადონო – გაისმა ბათუმელთა სათადარიგო სკამზე. მართლაც უკვე 77-ე წუთი მიმდინარეობდა, საქმე მოთავებული იყო, ბათუმელები 3:0 იგებდნენ და გია გეგუჩაძემ დაცვა გააძლიერა, მინდორზე გრიგოლ ჩაბრაძე და გიორგი ნავალოვსკი გაიყვანა. ლამაზად დაწყებული მატჩი ზღვისპირელებმა ლამაზად მიიყვანეს ბოლომდე.

შეიძლება იყოს 7 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს, მდგომარე ადამიანები, ბალახი და ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „ALO“-(ი)ს გამოსახულებაჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად მართლაც ქვეყნის საუკეთესო გუნდია. თბილისელ თანაკლუბელებთან ასეთი უპირატესობით გამარჯვება მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ. ტემპი, მაღალი პრესინგი, დისციპლინა დაცვაში – ეს დღევანდელი „ბათუმია.“ აკი შემდეგ თბილისელთა დამრიგებელმა, კახა ცხადაძემ თქვა: პირველ ნახევარში მეტოქემ ყველა ორთაბრძოლა მოგვიგო, მოედნის ცენტრში ყოველი მეორე ბურთი ბათუმელების იყოო…

ჯოვინო ფლამარიონი ვერავინ გააჩერა, ორი გოლი თავად შეაგდო და ერთიც ირაკლი ბიძინაშვილს გაატანინა. ბრაზილიელს უკვე ქართული პასპორტიც აქვს და ვინძლო საქართველოს ნაკრებშიც ვიხილოთ.

თბილისის „დინამოს“ მონდომებას ვერ დავუწუნებთ, ბოლო წუთამდე თავგამოდებით იბრძოდნენ, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო მათი დღე.

სხვა

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „თელავმა“ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დადგა. კახელებმა „სიონს“ გიორგი კვერნაძისა და ლაშა ქოჩლაძის გოლებით სძლიეს. ახლა თელაველები ბათუმელებთან ერთად უდანაკორგონი არიან და არც გოლი გაუშვიათ.

ზედიზედ მეორედ დამარხდა „ლოკომოტივი,“ ამჯერად „სამგურალთან“ – 1:3 და „სიონთან“ ერთად ჯერჯერობით უქულოდაა.

გაგრა 1:0 საბურთალო

1:0 ნოზაძე (45+1)

ტორპედო 1:0 დილა

1:0 ბუღრიძე (5)

ბათუმი 3:0 დინამო

1:0, 2:0 ფლამარიონი (11, 24), 3:0 ბიძინაშვილი (63)

სიონი 0:2 თელავი

0:1 კვერნაძე (47), 0:2 ქოჩლაძე (68)

სამგურალი 3:1 ლოკომოტივი

0:1 შეყილაძე (38), 1:1 რუხაძე (73 პენ), 2:1 ჩიხლაძე (78), 3:1 რუხაძე (86)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი20145155:1447
დინამო20115439:20 38
სამგურალი20106433:1936
დილა20104624:1834
საბურთალო2086627:2230
თელავი2067721:1725
ტორპედო20731021:3424
სიონი2059922:3621
გაგრა20541122:3819
ლოკომოტივი20101916:623

მეგოლეები: ფლამარიონი (ბათუმი) – 3, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე – ბათუმი), ირაკლი რუხაძე (სამგურალი) – 2