No description available.12 მარტს ბუქარესტში, რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის ისტორიაში 250-ე მატჩს გამართავს.

როგორც მოგეხსენებათ, ეს იუბილე ბორჯღალოსნებს თბილისში, „დინამო არენაზე“ რუსეთის ნაკრებთან შეხვედრისას უნდა აღენიშნათ, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ჯერ მატჩი გადაიდო, მერე რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოიხსნა, საბოლოოდ კი რუსეთის რაგბის ფედერაცია „მსოფლიო რაგბიდან“ გაირიცხა.

20 მარტს კი ბორჯღალოსნები „დინამო არენაზე“ მაინც ითამაშებენ – „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ესპანელებს უმასპინძლებენ.

ამავდროულად, ეს თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირსაც დააგვირგვინებს, რომელიც 2021 და 2022 წლების ჩემპიონატების ჯამს წარმოადგენს.

ჰოდა, რაკი ეს ორი მატჩი ერთი მეორის მიყოლებითაა, ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბმა საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა სწორედ ამ ორ მატჩზე გათვლით დაასახელა და ამ რაზმში ორი პოტენციური დებიუტანტია, თანაც ორივე „შავი ლომის“ მორკნალია – ბურჯი ნიკა აბულაძე და მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან შეხვედრებისთვის:

ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69, 10), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 0, 0), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 26, 10), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7, 0), გია ხარაიშვილი (ნევერი, 5, 0);

კვაჭები შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86, 55), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67, 25), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20, 15);

მეორე ხაზი კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 70, 10), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14, 0), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35, 0), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8, 10);

No description available.მესამე ხაზი ბექა გორგაძე (პო, 33, 40), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24, 15), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14, 20), ბექა საღინაძე (ლიონი, 25, 15), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 0, 0), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2, 0);

N9 ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62, 65), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37, 24), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6, 0);

N10 თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30, 210), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4, 9);

შუამარბები მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 82, 60), გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 37, 25), დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 14, 5), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1, 0);

გარემარბები: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 17, 75), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18, 40), სანდრო თოდუა (შავი ლომი, 95, 65), დავით მესხი (ენისეი-სტმ, 2, 0);

ფულბექები: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90, 53), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9, 23).