ნიდერლანდელმა კლარენს ზეედორფმა ისლამი მიიღო.

45 წლის ასაკში შეიცვალა სარწმუნოება… სახელ-გვარი იგივე დაიტოვა: კლარენს ზეედორფი.

„დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, რომელიც ჩემს მუსულმანურ ოჯახში შესვლას მოჰყვა. მოხარული ვარ, მით უმეტეს ვემადლიერები ჩემს მეუღლე სოფიას, რომელმაც მასწავლა ისლამის ღრმა შინაარსი. ყველას სიყვარულს გიძღვნით!“ – დაწერა ზეედორფმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ზეედორფი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა გუნდში მოიგო: „აიაქსი“, „რეალი“, „მილანი“ (ორჯერ).

Video - Happy birthday to Clarence Seedorf - ronaldo.com