„აიაქსის“ დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი, ზაფხულიდან „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმწვრთნელობის უპირველესი კანდიდატია.
მანკუნიანელები ასევე „პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელ თავკაც მაურისიო პოჩეტინოსაც უტრიალებენ, მაგრამ ტენ ჰაგი მთავარი სამიზნეა. მით უმეტეს, რომ მას ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებისთვის უკვე უთქვამს სეზონის ბოლოს თავისი შესაძლო წასვლის შესახებ.
ტენ ჰაგმა ინგლისურის მასწავლებელი დაიქირავა. სურს კლუბში მისვლისას „მანჩესტერის“ ფეხბურთელებს ყველაფერი ნათლად გააგებინოს.
შარშან მას „ტოტენჰემიც“ იწვევდა, მაგრამ ენის არცოდნამ მოლაპარაკების დროს პრობლემა შექმნა.