Pep Guardiola Hails Robert Lewandowski as "Most Professional" Player He's  Met | 90minპოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ლონდონის „არსენალის“ ფეხბურთელი გახდეს.

საქმე ის არის, რომ რობერტი და კლუბი კონტრაქტის გაგრძელებაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, არადა პოლონელს ბავარიელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს უმთავრდება.

ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ლევანდოვსკის ძალიან სურს ინგლისის პრემიერლიგაში მოსინჯოს ძალები. „არსენალი“ კი არ ფარავს მისადმი ინტერესს.

თუ ლევანდოვსკის ნისლიან ალბიონზე გადაბარგება გადაწყდა, შესაძლოა, მისით „მანჩესტერ სიტიც“ დაინტერესდეს. სერხიო აგუეროს წასვლის შემდეგ, მათი დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა უმაღლესი კლასის ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებს და რობერტზე კარგ კანდიდატურას სად იპოვის. თან მათ „ბაიერნში“ ერთად მუშაობის გამოცდილებაც აქვთ.