VTB ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სპონსორი გახდა - GFF  - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაწყვიტა „ვითიბი ბანკთან“ (VTB). ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან და ნაკრები გუნდების ეკიპირებიდან.

„ვითიბი ბანკი“ წლების განმავლობაში იყო ფედერაციის პარტნიორი, 2020 წლის 1 სექტებრიდან გენერალური სპონსორი გახლდათ.

სფფ-ის ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება და უახლოეს პერიოდში შევიტყობთ.

დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი: „პირველივე დღიდან ღიად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია – როგორც ორგანიზაციამ, ისე ყველა საფეხბურთო კლუბმა, რომელიც საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში მონაწილეობს, ცალკეულმა ფეხბურთელებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა – ყველამ მკაფიოდ მხარდაჭერა გამოვუთქვით უკრაინას. 25 თებერვალს ჩემპიონატი დავიწყეთ და პირველი ტურის მასპინძელ ხუთივე არენაზე ჩვენი გენერალური სპონსორის ბანერები უკვე აღარ იყო. ეს პროცესი დაწყებული გვაქვს რამდენიმე დღის წინ. ვითიბი ბანკის ლოგოტიპი ამოღებულია ფედერაციის ყველა საკომუნიკაციო არხიდან და ეროვნული  გუნდების ეკიპირებიდან. შევეცდებით, უმოკლეს ვადებში გახდეს ცნობილი ვინ იქნება საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის ახალი სპონსორი.”