უკრაინელი ანდრეი ვორონინი გემახსოვრებათ. ვარსკვლავი არ იყო, მაგრამ „ლივერპულში“ და სხვა ძლიერ გუნდებშიც თამაშობდა. სწრაფი უკრაინელი, სულ გოლზე დაგეშილი.
ბოლო პერიოდში ვორონინი მოსკოვის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა – ასისტენტად. ამ გაგანია ომის დროს კი კონტრაქტი გაწყვიტა.
„უამრავი მეგობარი მყავს კიევში, ხარკოვში და სხვა ქალაქებშიც, სადაც რუსული აგრესიაა. ასევე ჩემს მშობლიურ ოდესაშიც. ყოველ 5 წუთში ცუდი ინფორმაცია მომდის, ეს უკვე აუტანელია. მინდა, ყველას დავეხმარო.
… მეამაყება, რომ უკრაინელი ვარ. დიდებული ხალხი, ბრწყინვალე ადგილები.
… ეს საშინელებათა ფილმს ჰგავს და სიტყვებს ვერ ვპოულობ. მესიჯები მომდის მთელი მსოფლიოდან და მათ შორის რუსებისგან, რომელთა შინაარსი ერთნაირია: „ბოდიში, ეს ჩვენ არ ვართ“.
… რა სურს პუტინს? თავად იცის? იქნებ მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ ისტორიულ წიგნებში მოხვდეს? მაგრამ ის იქ ვერასოდეს ვერ მოხვდება“.