უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკულმა მოვლენებმა სხვა დანარჩენი და მათ შორის ფეხბურთიც, უკანა პლანზე გადასწია და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომაც იყო, რომ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტური პოლიტიზებული აღმოჩნდა. ყველა მატჩი უკრაინელთა სევდიან-მხარდამჭერი აქციით დაიწყო. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებს უკრაინის დროშისფერი სამკლაურები ეკეთათ. ბათუმელთა კაპიტანმა, მამუკა კობახიძემ კი სულაც უკრაინელ თანაგუნდელ ოლექსანდრ აზაცკის დაუთმო.

ახლა ფეხბურთის შესახებ. პირველი სათამაშო დღე ერთობ უხვგოლიანი გამოდგა. ორ მატჩში 8 გოლი გავიდა. შარშანდელი სეზონის ჩემპიონმა და მეორე ადგილოსანმა „ბათუმმა“ და თბილისის „დინამომ“ მეტოქეებს 4-4 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

სეზონი ბათუმური მატჩით გაიხსნა. ზუსტად 19 საათზე მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა ჩასტვინა და შეჯიბრებაც დაიქოქა.

ჩემპიონი „ბათუმი“ ელიტაში დაბრუნებულ „სიონს“ მასპინძლობდა. პირველ ტაიმში ბოლნისელებმა მეტ-ნაკლებად გაუძლეს დამხვდურთა შეტევებს, მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს.

შესვენების შემდეგ კი აშკარად გამოჩნდა კლასში სხვაობა და ზღვისპირელებმა კიდევ სამჯერ დააწყებინეს სტუმრებს ცენტრიდან თამაში. სეზონის პირველი დუბლი ვლადიმერ მამუჩაშვილმა მიითვალა, თითოც ჯოვინო ფლამარიონმა და ახალწვეულმა, ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანეს. საბოლოოდ – 4:0.

პირველივე დღეს გაიმართა „ქართული კლასიკოც.“ თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და ასევე 4:0 დაამარცხა. იმერულ კლუბში ბოლო დროს ბევრი სასიკეთო ცვლილება მოხდა. სახელიანი ფეხბურთელებიც დაიმატეს. მაგრამ გია ცეცაძის გუნდმა ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება. ბევრი იყო შეცდომები, განსაკუთრებით დაცვაში. ხშირად უტოვებდნენ მასპინძელ დინამოელებს თავისუფალ ზონებს. შეუთამაშებლობა ეტყობოდათ. მაგრამ მკაცრად ნუ განვსჯით. ეს მხოლოდ დასაწყისია.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ადამიანები სპორტით არიან დაკავებული და შენობის გარეთ-(ი)ს გამოსახულება„დინამომ“ კი სასიამოვნოდ გაგვაოცა. სწრაფი შეტევები, ყურადღება დაცვაში და ლაღი თამაში. აშკარად დაეტყოთ კახა ცხადაძის ხელი. სადებიუტო გოლები გაიტანეს უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ და ექსდილელმა გვინეელმა უსმანე კამარამ. თითოჯერაც თავი გიორგი მოისწრაფიშვილმა და ტოგოელმა საიმონ ბენიომ გამოიჩინეს.

საინტერესო იქნება როგორ გაირჯებიან დინამოელები მომავალ ტურში, როცა 4 მარტს ბათუმელ თანაკლუბელებს ესტუმრებიან. გამომცდელი გაცილებით სერიოზული ეყოლებათ.

მეორე სათამაშო დღეს „დილამ“ ელიტაში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „გაგრას“ 2:1 მოუგო. „ლოკომოტივმა“ შინ მინიმალური ანგარიშით წააგო „თელავთან“ და გაგვახსენა, რომ წლეულს მძიმე სეზონი ელის.

დასკვნით დღეს კი „საბურთალომ“ ბოლოსკენ გატეხა კერკეტი „სამგურალის“ წინააღმდეგობა, თუმცა თავიდან აგებდა – 2:1.

ბათუმი 4:0 სიონი

1:0 ბიძინაშვილი (36), 2:0 მამუჩაშვილი (61 პენ), 3:0 ფლამარიონი (72), 4:0 მამუჩაშვილი (77)

დინამო 4:0 ტორპედო

1:0 მოისწრაფიშვილი (29), 2:0 ბილენკი (31), 3:0 ბენიო (65), 4:0 კამარა (90+1)

დილა 2:1 გაგრა

1:0 კაპანაძე (8), 2:0 გაგნიძე (27), 2:1 ბუხაიძე (72)

ლოკომოტივი 0:1 თელავი

0:1 კოხრეიძე (47)

საბურთალო 2:1 სამგურალი

0:1 ჩიხლაძე (11), 1:1 ტაბატაძე (44 პენ), 2:1 ქარდავა (83)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დინამო35238471:2877
ბათუმი35237585:32 76
სამგურალი351512855:4157
დილა351681145:3556
ტორპედო351581246:4653
საბურთალო351381451:4847
თელავი357171328:3636
გაგრა35991735:5536
სიონი357121633:5833
ლოკომოტივი35152926:968