კილიან მბაპემ ქება და ქება მიუძღვნა ლეო მესის.
ეს პსჟ – „სენტ ეტიენის“ მატჩის მერე, რომელიც 3:1 დასრულდა და რომელშიც მბაპემ ორი გოლი გაიტანა.
„მესი ძალიან დიდია. მოხარული ვარ, რომ პსჟ-ში თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება. „ოქროს ბურთის“ 7-გზის მფლობელსაც კი სჭირდება ადაპტაცია და არაა გასაკვირი, რომ ლეოსაც ჰქონდა ეს პერიოდი.
… ყოველთვის ვამბობდი, რომ მასთან ერთად თამაში კომფორტულია. იოლია, როცა გვერდში გყავს. თან ვერთობი, სიამოვნებას ვიღებ და თან, ვსწავლობ“.