Image Credit: Alamyგარი ნევილმა პრემიერლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, ოღონდ… მასში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების შეყვანის უფლება არ ჰქონდა.

„იუნაიტედის“ ყოფილმა განაპირა მცველმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:

მეკარე: ალისონი (ლივერპული, 2019- დღესაც თამაშობს)

მაცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი, 2012-დღემდე თამაშობს), ვირჯილ ვან დაიკი (საუთჰემპტონი, 2015-18 და ლივერპული, 2018-დღემდე თამაშობს), ჯონ ტერი (ჩელსი, 1998-2017), ეშლი კოული (არსენალი, 1999-2006 და ჩელსი 2006-2014)

ცენტრალური ნახევარდაცვა: პატრიკ ვიეირა (არსენალი, 1996-2005 და მანჩესტერ სიტი, 2010-2011), სტივენ ჯერარდი (ლივერპული, 1998-2015).

მარჯვენა ფრთა: ტიერი ანრი (არსენალი, 1999-2007 და 2012)

შემტევი ნახევარმცველი: დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი, 2010-2020)

მარცხენა ფრთა: მოჰამედ სალაჰი (ჩელსი, 2014-16 და ლივერპული, 2017-დღემდე თამაშობს)

ცენტრალური თავდამსხმელი: ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი, 1992-96 და ნიუკასლ იუნაიტედი, 1996-2006)

ნევილმა ეს გუნდი გასულ კვირაში, გადაცემა The Overlap Live-ში დაასახელა. გადაცემა მის გარდა მოჰყავდათ როი კინსა და ჯეიმი კარაგერს. საინტერესოა, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დასახელებისას დარბაზში შეკრებილმა ხალხმა უკმაყოფილების შეძახილი, „ბუუუ“ წამოიწყო.

„მგონი უკმაყოფილება იმ ხალხმა გამოთქვა, ვინც ვერ გაიგო, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების დასახელება აკრძალული მქონდა,“ — თქვა გარი ნევილმა.

კიდევ, ნევილმა თქვა, რომ აუდიტორიის გულის მოსაგებად შეეძლო კარში პეტრ ჩეხი დაეყენებინა, მაგრამ დასძინა, ჩეხი ჩემი საყვარელი მეკარე არ არისო.

როდესაც მცველებს ასახელებდა და დარბაზმა „ბუუუ“ შემოსძახა, ნევილი მიუტრიალდა საზოგადოებას და გაეხუმრა: „კი მაგრამ ვინ fuck-ი გინდათ რომ შევიყვანო?“

ჯეიმი კარაგერმა თვალებს არ დაუჯერა, როდესაც დაინახა, რომ ნევილმა სიმბოლურ ნაკრებში პატრიკ ვიეირა დაასახელა. „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ჩხუბებისა და ვიეირასთან კონფლიქტების შემდეგ ეს მართლაც ძნელი წარმოსადგენი იყო.

თავიანთი გუნდები დაასახელეს კინმა და კარაგერმაც. ბუნებრივია, პირველს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელების შეყვანა აუკრძალეს, მეორეს კი ლივერპულელების.

კინის თერთმეტეული:

პეტრ ჩეხი; კაილი უოქერი, ვინსენტ კომპანი, ტონი ადამსი, ეშლი კოული; პატრიკ ვიეირა, სტივ ჯერარდი, ფრენკ ლემპარდი, ტიერი ანრი; მო სალაჰი, ალან შირერი

კარაგერის თერთმეტეული:

პიტერ შმააიხელი; გარი ნევილი, ვინსენტ კომპანი, ჯონ ტერი, დენის ირვინი; პატრიკ ვიეირა, როი კინი, ტიერი ანრი, დავიდ სილვა; კრიშტიანუ რონალდუ, ალან შირერი