საქართველომ ჩრდილოეთ მაკედონიას იოლად მოუგო.
ილიას ზუროსი ალბათ საუკეთესო სპეციალისტია, რომელიც ოდესმე საქართველოში მოუწვევიათ. იმ კონტიგენტითაც კი, რომლითაც ზუროსი ჩრდ. მაკედონიელებს დაუხვდა, გუნდს გამართული კალათბურთი ათამაშა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოაპოვებინა – 91:70.
ჩვენმა გუნდმა პირველივე მეოთხედიდან ხელთ იგდო უპირატესობა და ბოლო მეოთხედის წინ მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო – ჩვენები 21 ქულით იგებდნენ.
ბოლო 10-წუთეული ფორმალობად იქცა და საქართველოს ნაკრებმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
ჩვენი გუნდის ლიდერები გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი იყვნენ. შერმადინმა 20 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ხოლო მაკფადენის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა.
12 ქულა კახა ჯინჭარაძის ანგარიშზეა, ხოლო 10 ქულა და 6 პასი მიხეილ ბერიშვილმა მიითვალა. უქულოდ დაასრულა მატჩი გივი ბაქრაძემ, მაგრამ 7 შედეგიანი პასი გააკეთა.
No description available.