იტალიური „რომას“ ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი, შესაძლოა კლუბში ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაბრუნდეს.
იტალიური მედია აღნიშნავს, რომ ტოტის ბოლო დროს ხშირად ხედავენ „სტადიო ოლიმპიკოზე,“ სადაც „რომა“ საშინაო მატჩებს ატარებს.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონია კლუბის მფლობელ ფრიდკინების ოჯახთან და მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუსთან.
ტოტი უკვე მუშაობდა „რომას“ დირექტორად ყოფილი მფლობელის, ჯეიმს პალოტას დროს, მაგრამ 2019 წელს წავიდა კლუბიდან.
შეგახსენებთ, რომ ტოტიმ მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერა „რომაში“ გაატარა. 1992-2017 წლებში მან „ძუ მგლების“ მაისურით 619 შეხვედრა ჩაატარა და 250 გოლი გაიტანა.