პლატინისა და ბლატერს აქვთ უმაღლესი განათლება? - ყაველაშვილი ჩივილს აპირებს„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია. „სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას.

რა არის შეურაცხყოფა: საკუთარი სახელმწიფო დროშის ფრიალი?

გასაჭირში მყოფი მეგობარი ქვეყნის დროშის ფრიალი?

რუსი მორაგბეები ქართული და უკრაინული დროშების დანახვაზე გაღიზიანდებიან და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ?

თუ იგრძნობენ, ეგრე იყოს – იგრძნონ!

თურმე, ნუ იტყვით და, იმათ ფაქიზ ეროვნულ გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ, ვინც საუკუნეებია გვძარცვავს და გვკლავს!

და ერთიც: მიხეილ ყაველაშვილს „სტუმარ-მასპინძელი“ ნამდვილად აქვს წაკითხული? და თუ წაკითხული აქვს და ის დასკვნა გამოიტანა, რომ მეტოქე დროშებით არ უნდა გავაღიზიანოთ,  რა გითხრათ…