Xavi takes Barca training for first time and introduces ten strict rules - New York Folkრაც ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელად დაინიშნა, ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალაო, – ხშირად წერს ესპანური პრესა.

თავად ჩავის განცხადებაც ბევრს ნიშნავს: „ბარსას“ მაისურა 10 კილოგრამით მძიმეა“!

ახლა კი ის მომხდარა, რომ დასვენების დღეს „ბარსას“ 9 ფეხბურთელი მაინც სავარჯიშოდ მისულა ბაზაზე. ეს 9 ფეხბურთელია: სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, სერხიო რობერტო, ფერან ტორესი, კლემან ლენგლე, ერიკ გარსია, მემფის დეპაი, რონალდ არაუხო და ლუკ დე იონგი… ნუ, ზარმაცი უსმან დემბელე რომ არ იქნებოდა, ეს გასაგებია.

„ბარსა“ უკეთესი გახდა. ყოველ შემთხვევაში, ორი-სამი თვის წინანდელთან შედარებაც არაა. ჩავის გუნდს 24 თებერვალს ევროპა ლიგის გასვლითი მატჩი ელის „ნაპოლისთან“. შინ 1:1 დაასრულეს და უამრავი საგოლე შანსი გააცუდეს.