ამერიკის საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში ვილი ისიანის „დეტროიტ მერსი ტიტანსმა“ 80:75 „რაიტ სტეიტი“ დაამარცხა. ისიანი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, რაც ერთობ სოლიდური მაჩვენებელია.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა ერთი ორქულიანი, სამიდან ორი სამქულიანი და სამიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა.
ვილის გუნდს ჰორიზონის კონფერენციაში ცხრა მოგება და ექვსი მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი 25 თებერვალს კლივლენდ სტეიტთან ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ვილი ისიანის ბოლო სეზონია სტუდენტურ ლიგაში, რომლის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.