შეიძლება იყოს 2 ადამიანი და ადამიანები სპორტით არიან დაკავებული-(ი)ს გამოსახულებაპეკინის ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის გამოსვლა, მეტ-ნაკლებად დადებითად უნდა შევაფასოთ.
პირველ ყოვლისა ეს ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობაზე უნდა ითქვას. დავიწყოთ გუნდური შეჯიბრით, სადაც საქართველო იმ 10 ქვეყანაში მოხვდა, რომლებიც მედლებისთვის იბრძოდნენ.
თავისთავად, ეს უკვე წარმატებაა, რადგან სტანდარტული ზომის ყინულის მოედნის არმქონე საქართველომ ძალიან ბევრ მძლავრ ქვეყანას აჯობა. გუნდურში საქართველო მეექვსე ადგილზე გავიდა. ისიც იმიტომ, რომ ფინალში გასასვლელ ხუთეულში ჩინეთმა ჩვენებს დამატებითი მაჩვენებლით აჯობა, თორემ ქულები ერთნაირი იყო.
აღსანიშნია, ისიც, რომ მსაჯთა სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ფინალში მეოთხე ადგილით შევიდოდა. ხოლო, თუ რუს კამილა ვალიევას დოპინგის მიღება დაუმტკიცდება, ბრინჯაოს მედლის მოპოვება სავსებით რეალური იქნებოდა.
მსაჯების გადაწყვეტილების გაკრიტიკება ქართული პატრიოტიზმითა და სუბიექტურობით არ მოგვდის – ამის შესახებ თვით „ევროსპორტიც“ საუბრობდა.
სპორტულ წყვილებში კარინა საფინა და ლუკა ბერულავა კანადელ მეტოქეებზე უკეთეს შეფასებას იმსახურებდნენ.
„ფინალში გამსვლელი ოთხეული ფაქტობრივად გარკვეულია, მე-5 საგზურისთვის კი, სავარაუდოდ, 3 ნაკრები იბრძოლებს: იტალია (18 ქულა), კანადა (16) და საქართველო (15). თითქოს უცნაურია, თუმცა, ამ ფონზე საქართველოს ცუდი შანსი ნამდვილად არ აქვს. ქალთა პროგრამაში მათი ანასტასია გუბანოვა იტალიელ ლარა ნაკი გუტმანსაც სჯობია და კანადელ მედელინ შიზასაც. ახლა ვხვდებით, რით იყო განპირობებული უცნაური შედეგები წყვილთა ციგურაობაში. მურ-ტაუერსი და მარინარო უკეთ ნამდვილად არ გამოსულან, ვიდრე – საფინა და ბერულავა. ხედავთ, რა ხდება? წესით, ახლა საქართველო კანადას უნდა უსწრებდეს, თუმცა, როგორც სჩანს, ფინალში ყველას კანადის ხილვა უჯობს. ოლიმპიადაზე ფიგურულ სრიალში შეჯიბრი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ მსაჯების ქმედება უკვე ბევრ კითხვას ბადებს“, – თქვა პირდაპირ ეთერში „ევროსპორტის“ კომენტატორმა.
საფინა-ბერულავას წყვილმა სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამაში მე-9, ხოლო თავისუფალში მე-8 ადგილი დაიკავა.
ორივე პროგრამის ჯამში კი ოლიმპიური თამაშები მე-9 ადგილით დაასრულეს.
ეს ზამთრის თამაშებზე საქართველოს საუკეთესო შედეგია.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებაათეულში მოხვდნენ მორის ყვითელაშვილი და ანასტასია გუბამოვა. ორივე მე-10 ადგილს დასჯერდა.
ხოლო მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა.
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები პეკინის თამაშებზე კონკურენტუნარიანი გუნდით ჩავიდა.
პეკინის ოლიმპიადა მეოთხე იყო სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაურისთვის, რომელიც ამ მხრივ საქართველოს რეკორდსმენია. წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 34-ე გახლდათ,  სლალომში 42-ე.
სოსო ჯაფარიძეს ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი ჰქონდა.
ჩვენებურმა სლალომში 32-ე ადგილი დაიკავა, გიგანტურ სლალომში კი პირველი დაშვებისას დაეცა და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ციგაობაში 21 წლის საბა ქუმარიტაშვილმა იასპარეზა და ოლიმპიადაზე 31-ე ადგილს დასჯერდა.