საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები

ოლიმპიადა დასრულდა. შედეგების დათვლა-შეჯამების დროა.

საქართველო ამ თამაშებზე 9 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. მათი შედეგები ჩამოვთვალოთ.

კარინა საფინა/ლუკა ბერულავა სპოტული წყვილები. მე-9 ადგილი.

ეს საქართველოსთვის ისტორიული შედეგია თუნდაც იმის გამო, რომ ფიგურულ სრიალში სპორტული წყვილი საქართველოს აქამდე არასდროს გამოუყვანია. ამასთანავე, მეცხრე ადგილი ნამდვილად არის ის შედეგი, ქართულ წყვილს უდავო წარმატებად რომ უნდა ჩავუთვალოთ.

ნინო წიკლაური სამთო თხილამურობა.

ნინო სლალომში 42-ე ადგილზე გავიდა, გიგანტურ სლალომში კი 34-ე ადგილზე. ოლიმპიადებზე ეს ნინოს საუკეთესო ადგილია. შედეგების ავკარგიანობა იქით იყოს, თუმცა ნინო წიკლაური ერთი რეკორდის მფლობელი მაინც გახდა. ეს მისი მეოთხე ოლიმპიადა იყო, რაც ზამთრის ქართველ ოლიმპიელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელია.

საბა ქუმარიტაშვილი. ციგა

21 წლის სპორტსმენმა მისთვის სადებიუტო ოლიმპიადა 31-ე ადგილზე დაასრულა. საბას გამოსვლას, ნოდარ ქუმარიტაშილტან ნათესაობის გამო, ცხადია, გამორჩეული ემოციური ფონიც ახლდა.

სოსო ჯაფარიძე. სამთო თხილამურობა

კიდევ ეფრთმა ქართველმა დებიუტანტმა სლალომში 32-ე შედეგი აჩვენა. სხვათა შორის, 88 მონაწილედან ტრასა მხოლოდ 45-მა ჩაასრიალა. აი, გიგანტურ სლალომში კი სოსოც დაეცა და შეჯიბრსაც ამის გამო გამოეთიშა.

ანასტასია გუბანოვა. ფიგურული სრიალი

ანასტასიამ ერთეულთა თანრიგი მე-11 ადგილით დაასრულა, რაც ერთი მხრივ კარგი შედეგია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, ჩვენს გოგოს ათეულშიც ეკუთვნოდა ადგილი და ამის გამო გულდაწყვეტილებიც ვართ.

მარია კაზაკოვა/გიორგი რევია. ყინულზე მოცეკვავე ქართულმა წყვილმა შეჯიბრი მე-19 ადგილზე დაასრულა, რაც ფიგურული სრიალის სხვა თანრიგებში გამოსულ ჩვენებურებთან შედარებთ ყველაზე ცუდი შედეგია. თუმა ამავე დროს, ფიგურული სრიალი ის დისცლიპლინაა, რითაც ამ ოლიმპიადაზე ნამდვილად შეგვიძლია კმაყოფილები ვიყოთ.

მორის ყვითელაშვილი. ფიგურული სრიალი.

მეათე ადგილი ერთეულთა თანგირში თავისთავად ძალიან კარგი შედეგია, თუმცა გულდასაწყვეტიც, რაკი, მორისის პოტენციალი უფრო მაღალი შედეგის იმედსაც გვიჩენდა. ყველა შემთხვევაში, მორის ყვითელაშვილმა პეკინში  ძალიან მაღალ დონეზე ისრიალა.

ის, რომ საქართველოს ნაკრები ფიგურულ სრიალის გუნდურ შეჯიბრში გამოვიდა, უკვე გამორჩეულად აღნიშვნის ღირსი ფაქტია! თანაც ნაჩვენები მე-6 ადგილი და ისიც ჩვენი აზრით, არასამართლიანი მსაჯობის პირობებში, ქართველი ფიგურისტების მონდომებას ორმაგად უსვამს ხაზს.

წილი
წინა სტატიაფიგურული პეკინი
შემდეგი სტატიამოშლილი, დაშლილი, არეული ვალენსია
„სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.