2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 18:16 დაამარცხა სლოვაკეთი და პირველი ადგილი დაიკავა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები კაი ხანს სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და 4-5 ბურთით იგებდა, მესამე მეოთხედის მიწურულს სიტუაცია მაინც დაიძაბა. სლოვაკებმა 8-წუთიანი მონაკვეთი 6:3 მოიგეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმც დეიან სტანოევიჩის გუნდმა ბოლო მეოთხედში სლოვაკებს ბევრის გაკეთების შანსი აღარ მისცა და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.
შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადილით გავიდა, რაც ნიშნავს, რომ ევროპირველობაზე განთესვისას ბოლოსწინა, მესამე კალათაში იქნება. ეს ჩვენი გუნდის ზედიზედ მეხუთე ევროპირველობა იქნება, სადაც საუკეთესო შედეგი მე-10 ადგილი გვაქვს.