სერხიო აგუერომ ლეო მესი დაიცვა, სულ ტყუილად აკრიტიკებენ, ძალიან კარგად თამაშობსო. ა
აგუერო, როგორც იცით, მესის მეგობარია. კუნმა სამი თვის წინ დაასრულა კარიერა, რადგან გულზე ჰქონდა პრობლემები…
„ლეოსთან სისტემატური კავშირი მაქვს. არა მხოლოდ მასთან, არგენტინის ნაკრების ფეხბურთელთა ჯგუფთან. ფრანგული პრესა მესის ურტყამს. ისინი რა, ზურგით დგანან თამაშის დროს? მესი კარგად თამაშობს, სხვებზე ხუთი თავით მაღლაა“.
სხვათა შორის, აგუერომ აღნიშნა, რომ სწორედ მესის ფაქტორის გამო გადავიდა „ბარსელონაში“, თორემ ფული არ აინტერესებდა. სერხიომ ასევე თქვა, რომ ის „ბარსას“ ფეხბურთელების საერთო ჩათშია – იქიდან არ ამოუშლიათ…