საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.
ეს ამბავი თბილისში გადაწყდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ოთხმა გუნდმა მოიყარა თავი. მათგან ორი საუკეთესო კი ევროპირველობაზე გავიდა – ესენი საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებები არიან.
სლოვაკეთმა დღეს ბელარუსს 19:8 მოუგო, ხოლო საქართველომ 22:1 პოლონეთი დაამარცხა. ბოლო ტურში საქართველო და სლოვაკეთი ერთმანეთში ითამაშებენ და ჯგუფის პირველადგილოსნის ბედს გაარკვევენ.