27 თებერვალს „დინამო არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის საიუბილეო, 250-ე ოფიციალურ მატჩს გამართავს. საიუბილეოს გარდა ეს მატჩი ტრადიციულად პრინციპულიც იქნება, რადგან ბორჯღალოსანთა მეტოქე რუსეთის ეროვნული გუნდია.

„დათვებთან“ შეხვედრების პრინციპულობაზე მოგვიანებით, მატჩისწინა მიმოხილვაში ვისაუბროთ, დღეს კი იმ სიახლეებზე გიამბობთ, რაც ჩვენს გუნდშია.

ლევან მაისაშვილის სამწვრთნელო შტაბმა კონკრეტულად ამ მატჩისთვის მოსამზადებლად 33 მორაგბე დაიგულა, რომელთაგან 23 უშუალოდ მინდორზე გავა. სიახლეები კი ისაა, რომ სასტარტო მატჩებისგან განსხვავებით, ეს გაფართოებული რაზმი ოპტიმალურთან გაცილებით ახლოსაა.

ბექა გორგაძე და გიორგი კვესელაძე ამ ფორმაციაში აუცილებლად იქნებიან, ასევე რაზმში არიან კოტე მიქაუტაძე და დავით ნინიაშვილი, რომლებმაც ამასობაში ტრავმების მოშუშება მოასწრეს. ოთხივე უთუოდ გააძლიერებს ჩვენი ნაკრების თამაშს და იმედია, საქართველო 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს სწორედ რუსების ძლევის გზით გაინაღდებს.

აქვე გთავაზობთ გაფართოებულ შემადგენლობას რუსეთთან მატჩისთვის:

ფორვარდები (1-8): გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ-92, 27 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 69, 10), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 0, 0), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 5, 5), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 7, 0), გიორგი პერტაია (შავი ლომი, 0, 0), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 86, 55), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 67, 25), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20, 15), კონსტანტინე მიქაუტაძე (ბაიონი, 70, 10), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 14, 0), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35, 0), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 8, 10), ბექა გორგაძე (პო, 33, 35), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24, 15), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 14, 20), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31, 40), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 0, 0), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2, 0);

ღერძი (9-10): ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 62, 65), გელა აფრასიძე (მონპელიე, 37, 24), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6, 0), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 30, 210), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4, 9);

ბექები (11-15): მერაბ შარიქაძე (კაპიტანი, შავი ლომი, 82, 60), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 37, 25), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 17, 75), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14, 5), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18, 40), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1, 0), დავით მესხი (ენისეი-სტმ, 2, 0), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90, 53), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9, 23).